აკი ბაშოს მე-10 დღეს ტოჩინოშინი მიტაკეუმთან დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მეათე დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინს მეტოქეობას 27 წლის იაპონელი სეკივაკე, მიტაკეუმი (სიმაღლე 179 სმ, წონა 172 კგ) უწევდა. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში იყო 8:4 ტოჩინოშინის სასარგებლოდ. ბოლო შეხვედრაში, 2019 წლის სექტემბერს, მიტაკეუმმა იორიკირით გაიმარჯვა. მიმდინარე ბაშოზე მიტაკეუმს შვიდ-შვიდი გამარჯვებით დაწინაურებულ 6 რიკიშიზე 2-ით ნაკლები გამარჯვება ჰქონდა.
 
დღევანდელ შეხვედრაში ტოჩინოშინი მიტაკეუმზე სუსტად გამოიყურებოდა. მან ვერ შეძლო ინიციატივის ხელში აღება, სუსტად დაიცვა თავი და იორიკირით დამარცხდა.
 
ათი დღის შემდეგ ლევანის ბალანსი კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა – 4:6. დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად და რეიტინგში მცირედით დასაწინაურებლად მან დარჩენილი 5 შეხვედრიდან 4 უნდა მოიგოს.
 
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე 29 წლის კომუსუბი, იაპონელი შოტა ენდო (სიმაღლე 184 სმ, წონა 148 კგ) იქნება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარია. ბოლო ორი შეხვედრა, ორივე ჰატაკიკომით, ლევანმა მოიგო. დღეს ენდო ტამავაშისთან დამარცხდა და უარყოფითი ბალანსის გაფორმებამდე და კომუსუბის წოდების დაკარგვამდე ერთი მარცხიღა აშორებს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად