ახვლედიანი: საარჩევნო კოდექსი და სისტემა ერთიანად არის ასაღები და ნაგვის ყუთში გადასაგდები

ამის შესახებ, ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრმა გიორგი ახვლედიანმა “კურიერთან” მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“საარჩევნო სისტემის სრული გამართულობისთვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც გულისხმობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებსას. საარჩევნო კოდექსი და სისტემა ერთიანად არის ასაღები და ნაგვის ყუთში გადასაგდები, ამიტომ ძალიან ბევრი რამე არის შესაცვლელი, უნდა დავიწყოთ სისტემის ცვლილებით,”-აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

ცნობისთვის, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების შესახებ მოთხოვნასა და მოქალაქეების ხელმოწერებს 20 ოპოზიციური პარტია პარლამენტში შეიტანს. ისინი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...