ახვლედიანი: „ოცნებას“ შუაში მყოფი ოპოზიციის მხარდაჭერა ჟანგბადივით სჭირდება

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ შუაში მყოფი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა ჟანგბადივით სჭირდება.

როგორც ახვლედიანმა „აიპრესს“ განუცხადა, ამისთვის საჭიროა ხელისუფლებმა ერთი ნაბიჯი გადადგას და ოპოზიციასთან დაიწყოს დიალოგი პროპორციული სისტემის მიღების თვალსაზრისით. ახვლედიანის შეფასებით, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გადარჩება.

“ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ გეტყვით, რატომ დგას ოპოზიციის ამხელა სპექტრი შუაში და არ აფიქსირებს გამოკვეთილად ღიად თავის პოზიციას. ამ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ჟანგბადივით სჭირდება “ქართულ ოცნებას”. იმ ფონზე, როცა “ნაცმოძრაობის” ფლანგზე მიდის გაერთიანება. ყოველდღე ვხედავთ ახალ-ახალ პოლიტიკურ ძალებს. ძველებს თუ ახლებს იერთებენ. ახდენენ დემონსტრირებას, რომ ყველანი ერთად არიან ერთის წინააღმდეგ.

“ქართულ ოცნებასაც” ჰქონდა შანსი, შეექმნა სერიოზული ფლანგი. ამისთვის საჭირო იყო ერთადერთი რამე, რეალური პოლიტიკური ნაბიჯი გადაედგა ოპოზიციის მიმართულებით, რაც უპირველეს ყოვლისა უკავშირდება საარჩევნო სისტემის ცვლილებას. ჩვენ თვითონ შევთავაზეთ ეს.  თუ ამ ნაბიჯს გადადგამდა დავიწყებდით დისკუსიას პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე და ასეთ ჩიხში არ იქნებოდა. არც ამის გაკეთება არ უნდათ?! მაშინ რითი უნდათ გადარჩენა ვერ ვხვდები.

თუ ხელისუფლება ამ მიმართულებით გადადგამს ნაბიჯს და ოპოზიციასთან დაიწყებს დიალოგს, ეს მთელი საზოგადოებისთვის პოზიტიური მესიჯი იქნება, რომ ხელისუფლება მზად არის საქმითაც დაამტკიცოს ქვეყანაში აღარ იყოს ერთპარტიული დიქტატურა და მზადაა იყოს  პლურალისტური გარემო, დიალოგის რეჟიმი და სახელმწიფოზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები. ჩვენ ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მივმართეთ წერილით და ყურიც კი არ შეუბერტყია ხელისუფლებას”, – განაცხადა

მსგავსი სიახლეები

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, იარაღის წარმოების რეიტინგში რუსეთმა მეორე…

სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი (SIPRI) მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთი, 2000-იანების…

ვენესუელამ ვაშინგტონი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლა მადურომ ვაშინგტონი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ…

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, იარაღის წარმოების რეიტინგში აშშ ლიდერობს

სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტი (SIPRI) მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთი, 2000-იანების…

წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 523 სოფელში 790 ათასამდე ჰა ფართობი დამუშავდა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგია 2017 წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით და მსოფლიოს წამყვანი…

სანიკიძე: თელავი არ არის იმ რანგის ქალაქი, სადაც ინაუგურაცია უნდა ჩატარდეს

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა "კვირის აქცენტებში"…

ქუთაისში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 75 წლის მამაკაცი დაშავდა

ახალგაზრდობის ქუჩის 86 ნომერში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. სახლში, შემთხვევის დროს, 75 წლის…

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ნოემბერშიც ინარჩუნებს კლების ტენდენციას

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული…

თბილისსა და ზუგდიდში სიჩქარის მზომი “ჭკვიანი” კამერები დამატებით 10…

2018 წლის 10 დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის…

ჟურნალი EasyJet Traveler: საუკეთესო საჯარო საპირფარეშო მალტაშია

ჟურნალმა EasyJet Traveler-მა მალტის საპირფარეშო მსოფლიოში საუკეთესო საჯარო საპირფარეშოდ აღიარა.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლა პაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთის საპარლამენტო არჩენების წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრემიერმინისტრის ნიკოლა პაშინიანის პარტია…
კომენტარები
იტვირთება...