ახვლედიანი: მზად ვართ, მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ ანაკლიის პორტის პროექტზე

რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულების ფარგლებში, მზად ვართ, მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დეპუტატების მიერ მის პარლამენტში მიწვევასთან დაკავშირებით განუცხადა

“არის დაბრკოლებები, რომლებიც ერთობლივი ძალებით უნდა გადავლახოთ ჩვენ და მთავრობამ, მარტო კონსორციუმი ამას ვერ გააკეთებს. გვინდა, რომ გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. მიდის მიმოწერა, ინფორმაციის გაცვლა მთავრობასთან და შეხვედრების დაგეგმვა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულების ფარგლებში, მზად ვართ, მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე. სასურველი იქნებოდა, ეს ერთობლივად მოხდეს სამინისტროსთან ერთად, უფრო საქმიან ფორმატს შესძენს ამას”, -აცხადებს ახვლედიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად