ახმეტის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დღეს დილით ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით , ახალგაზრდა აზარტული თამაშებით იყო დაკავებული, რაც შესაძლოა სუიციდის მიზეზი გამხდარიყო.

როგორც „აიპრესს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად