ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, რომლებიც დარჩენილი საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოს აგრძელებენ.

ღვარცოფისგან დაზიანებულ მონაკვეთებს კი მძიმე ტექნიკა წმენდს. სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი კასრისწყალში საჯარო სკოლას მიაყენა, დაიტბორა შენობის პირველი სართული, დაზიანდა ახლადაშენებული საპირფარეშო და სველი წერტილები. ადგილობრივების თქმით, წყალდიდობის მიზეზი რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმა გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად