ახმეტის მერის მოადგილე თუშეთის გზაზე მომხდარ ავარიაზე: ჩვენი ინფორმაციით არის მსხვერპლი

თუშეთის გზაზე ავტმობილი, სადაც ტურისტები იმყოფებიან გზიდან გადავარდა. როგორც “აიპრესს” ახმეტის მერიაში განუცხადეს, მათი ინფორმაციით ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.

“დაახლოებით ერთი საათის წინ მივიღეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ თუშეთის გზის 18-ე კილომეტრზე ავტომანქანა სავარაუდოდ ტურისტების გადავარდა გზიდან. ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები, თუმცა რაოდენობებს ვერ გეტყვით.

ადგილზე გაემგზავრა მერი, მაგრამ იმ ტერიტორიაზე ტელეფონები არ იჭერს და ჯერ-ჯერობით ვერ ვუკავშირდებით. ამ ეტაპზე არც ის ვიცით რა ფირმის ავტომობილია”- განუცხადა “აიპრესს” ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად