ახმეტის მერი: მულტფილმი დადგეს, სინამდვილეში მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ორი კვირაა ეს პრობლემა მოგვარებულია

ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ დუისთან დამაკავშირებელ ხიდს ეხებოდა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი ეხმაურება. მერის ინფორმაციით, ტელეკომპანიამ ხიდზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

“მთავარმა არხმა” დადგა მულტფილმი, მასალა გადაიღეს და დაგვიანებით გაავრცელეს. 10 მაისსს სტიქიამ დააზიანა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის მიმდებარედ არსებული ხიდი, განსაკუთრებით კი კიბის სექტორი. მდინარე ალაზანმა შეიცვალა კალაპოტი, წაიღო კიბესთან მისასვლელი გზა და საძოვარი. თუმცა დაახლოებით ორი კვირაა აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია. ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი სამუშაოები, გაიწმინდა დაზიანებული ტერიტორია და ალაზანი თავის ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. როგორც მოხუცს, ასევე ბავშვს უპრობლემოდ შეუძლია ხიდით სარგებლობა”, – განუცხადა “აიპრესს” ქარუმაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად