ახმეტელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა და საყრდენი კედელი მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, ახმეტელის ქუჩაზე (ყოფილი ცხვედაძის) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

პროექტის შედეგად, გზის საფარი 4100 კვ. მ ფართობზე განახლდა და გარკვეულ მონაკვეთებში გაფართოვდა, ასევე, მოეწყო ბორდიური და გრუნტის დამჭერი კედელი. გარდა ამისა, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გზაზე 30 გრძივი მეტრი ბეტონის თვალამრიდი დამონტაჟდა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი მუსხელიშვილთან ერთად შეხვდა.

„ყოფილი ცხვედაძის ქუჩის ზედა მონაკვეთზე გზის განახლება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო. სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული გზა მოწესრიგდა და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი. გარდა ამისა, გზა გაფართოვდა, რაც ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი და კომფორტული მოძრაობისთვის“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

ახმეტელის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება 187 574 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად