ახმეტელის მეტროსთან “ზებრაზე” ქვეითს მანქანა დაეჯახა

ახმეტელის მეტროსთან “ზებრა” გადასასვლელზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ქალი რომელსაც ავტომობილი დაეჯახა შემთხვევის ადგილზეა. ადგილზე სასწრაფო დახმარება ამ წუთას მივიდა. ფაქტის შესახებ ადგილიდან “აიპრესის” კორესპონდენტი იტყობინება.

ქალი ამ ეტაპზე გონზეა, თუმცა დაზიანება აქვს თავის არეში. მოქალაქეების განცხადებით, მან შეჯახების შედეგად თავი დაარტყა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...