ახმეტაში, სოფელ ბირკიანში შშმ პირი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით პოლიციამ დააკავა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით პოლიციამ დააკავა.

სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გამოძიება 32 წლის კაცს ამერიკელ მოქალაქესთან 19 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს ედავება, რა დროსაც ის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბაწარას ხეობაში იმ დროს შეხვდა, როცა ტურისტული მარშრუტით გადაადგილდებოდა.
საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

როგორც „აიპრესს“ შსს-ში განუცხადეს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 138-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად