ახმეტაში, “რამინას ფურნეში” უცნობმა 200 ლარი დატოვა, ვისაც დასჭირდება, პური მიეცითო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მდებარე პურის ერთ-ერთ საცხობში ადგილობრივმა მაცხოვრებელმა თონეში 200 ლარი დატოვა.

თონის მეპატრონე ამბობს, რომ მისთვის უცნობი ადამიანის მიერ დატოვილი თანხით პანკისის ხეობაში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც საცხობში მივა, პურს უფასოდ მისცემენ. უცნობი ბიჭის მიერ საქველმოქმედო აქციის შესახებ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ შემთხვევით შეიტყო.

“დიდი მადლობა ამ ადამიანს. დალ სააყ დუაილდ. დღეს, საკობიანოში “რამინას ფურნე” მაღაზიაში მივედი პურის საყიდლად და 5 ლარი მივაწოდე გამყიდველს. 5 პური მომცა და თან ჩემი 5 ლარიანიც დამიბრუნა. ვკითხე, რა ხდება მეთქი და დღეს ერთი ქისტი ბიჭი მოვიდა და ფული დატოვა, ვინც მოვა პურზე, ფული არ გამოართვათო. ვინ იყო მეთქი ის ქისტი ბიჭი და არ ვიცითო, უთქვამს ჩემი ვინაობა არ თქვათო. იმ პურის მცხობელმა მითხრა ეს თქვენებურად სააყა არისო.
გარეთ ერთი ფშაველი კაციც იდგა და მან მითხრა, იმ ქისტმა ბიჭმა რამინას 200 ლარი მისცა, რომ ხალხს პური უფასოდ დაურიგდესო.
ალლაჰმა ყაბულად მიიღოს მისი გაღებული სააყა (სადაყა ) ალლაჰიე ყოობულ დუაილდაქ ჰა დეექინდოლ სააყ ალლაჰიე შიე დოჰ დუაილდაქ”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პანკისის ხეობაში მცხოვრები ისლამ გორგიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად