ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ახმეტაში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ერთმანეთს მოტიციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.

დაშავებული ახმეტის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ზედა კიდურების ტრავმის გამოб დაშავებულის თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად