ახმეტაში დაჭრილი მამაკაცი, რომელიც მეგობარს საავადმყოფოში გადაჰყავდა, ავტოავარიაში მოყვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ურთიერთშელაპარაკების დროს 35 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა მისმა მეგობარმა სცადა, თუმცა მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.

მამაკაცი ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობები მუცლის და ხელის არეში აქვს მიყენებული, ამ წუთებში კი დამატებითი კვლევები უტარდება.

“მამაკაცი დაახლოებით 40 წუთის წინ შემოიყვანეს ჩვენთან, ჭრილობები აქვს მუცლის ღრუსა და ხელის მტევნის მიდამოებში. ამ წუთებში უტარდება შესაბამისი გამოკვლევები.” – განუცხადა “აიპრესს” საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას. ასევე უწყების ცნობით,მიღებული დაზიანებების დასადგენად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ექსპერტიზა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...