ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ამბულატორიები შენდება

ახალციხის მუნიციპალიტეტში 9 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ახალი ამბულატორიები შენდება სოფლებში – აგარაში, კლდეში, თისელში, ურაველში, ხეოთში, ღრელში, საძელში და პატარა პამაჯში. სოფელ სხვილისში კი არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. უახლოეს ხანში აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლებს პირველადი სამედიცინო მოსახურება ადგილზე გაეწევათ.

ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს, „ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო და გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობების აშენება და ეზოების კეთილმოწყობა.

აღნიშნული პროგრამით ახალციხის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 753 597 ლარი მოხმარდება. მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში კი, სადაც ამბულატორიები არ არის ან სარეაბილიტაციოა, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად