ახალციხეში, სოფელ საყუნეთში გარე განათების სისტემა ეწყობა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში, მოსახლეობასთან „ღია შეხვედრების“ დროს დასახელებული პრობლემების მოგვარება დაიწყო.

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ახალციხისა და ადიგენისახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში, მოსახლეობასთან „ღია შეხვედრების“ დროს დასახელებული პრობლემების მოგვარება დაიწყო.

მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფელ საყუნეთის მოსახლეობას 18 სექტემბერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ერთ-ერთ საკითხად სოფელში გარე განათების პრობლემა დაასახელა, რომელიც სულ მალე გადაიჭრება. სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
პროექტის ფარგლებში სოფელში 26 გარე განათების ბოძი დაიდგმება და ქსელში ჩაირთვება. სამუშაოების განხორციელების შედეგად ადგილობრივებისთვის საღამოს და ღამის საათებში ქუჩებზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად