ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში დაფინანსება მოიპოვეს

ახალციხის ციხის ციტადელზე, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაფინანსება მოიპოვეს.

მათ სტუდენტებს მიღწეული შედეგები პირადად მიულოცეს, წარმატებები უსურვეს, საჩუქრად კი წიგნები და მუნიციპალიტეტის სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 49 კურსდამთავრებულმა, საქართველოს სხვდასხვა უნივერსიტეტებში, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...