ახალსოფელში ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ყვარელში, სოფელ ახალსოფელში შეიმჩნეოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ფაქტზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ კახეთის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ცეცხლი გავრცელებულია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარსა და ბუჩქებზე.

რთული რელიეფის გამო, კერებთან ცოცხალი ძალა მუშაობს და ასევე ჩართულია ავიაცია. ცეცხლის ქრობაში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე უკვე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებიდან.

ხანძრის მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად