ახალქალაქში აფეთქება და სროლა იყო, გარდაცვლილია 1 ადამიანი – ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

ახლქალაქში, პარკ”ხას ბახჩასთან” დაახლოებით 19:00 საათზე სროლა, აფეთქება და დაპირისპირება იყო, გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდების ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაცლილია ერთი ახალგაზრდა.

ახალგაზრდების ჯგუფმა ქალაქში მდებარე სასტუმროში ჩამტვრია შუშები, რის შემდეგ შენობაში ცეცხლი გაჩდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ასევე  გავრცელებული ინფორმაციით  დაპირისპირება ახალქალაქში სოფელ გულიკამელიდან ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხდეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მულით დაიწყო. რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა – ტარებას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად