ახალქალაქში დაპირისპირება გრძელდება, რამდენიმე სახლი დაწვეს, 1 ადამიანი გარდაიცვალა – ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

დაახლოებით 2 საათის წინ, ახალქალაქში ახალგაზრდების ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ჩაამტვრიეს შუშები, რის შემდეგ შენობაში ცეცხლი გაჩნდა.

იყო სროლა და აფეთქება. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. არიან დაჭრულები. ადგილზე მობილიზებული სპეცრაზმი.
ამ დრომდე ქუჩაში დადის ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც რამდენიმე სახლი გადაწვეს. რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, იმ პირის საკუთრებაა, რომელიც

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირება ახალქალაქში სოფელ გულიკამელიდან ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა, რომელიც დღეს მოხდა.

პოლიციას ჯერჯერობით მკვლელობის ფაქტზე არავინ დაუკავებია.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხდეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მულით დაიწყო. რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა – ტარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად