ახალქალაქის 3 სოფელში ბიბლიოთეკა გაიხსნა

ასეთი ბიბლიოთეკები ახალქალაქის ყველა სოფელში მოეწყობა”-ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“გზა, რომელიც ავირჩიეთ რთულია და ამბიციური. იმედი მაქვს – დიდი და მნიშვნელოვანიც. ჩვენ გვსურს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მემკვიდრეობა – რაც განათლებულ და განვითარებულ საქართველოს უდრის.

დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს ვესტუმრეთ (ჩანდურა, კიროვაკანი, ვაჩიანი) და პატარა ბიბლიოთეკები მოვუწყვეთ. ასეთი ბიბლიოთეკები ახალქალაქის ყველა სოფელში მოეწყობა. მე ხან თვეში ერთხელ, ხანაც ორჯერ ჩავალ და გაკვეთილებს ჩავატარებ.

მნიშვნელოვანი საქმეები ფართო თანამშრომლობით კეთდება : #ეროვნულიბიბლიოთეკა #ეკვილიბრიუმი #ევროკავშირი #ლაგი #gipa მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი”,-წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად