ახალი ზელანდიის სანაპიროსთან 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს.

ამერიკელი სეისმოლოგების ცნობით,  მიწისძვრა 15 ივნისს ადგილობრივი დროით, 22:55 საათზე მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ ლესპერანსადან 103 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა. მსხვერპლთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...