ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და მომავალ თვეში გადადგება - ინფორმაციას საერთაშორისო მედია The Guardian ავრცელებს.  

გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურმა პირადი პასუხისმგებლობით ახსნა. მისი თქმით, მას არ მაქვს საკმარისი ძალა, ატაროს პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის ტვირთი და იყოს კარგი ლიდერი.

"მე მივდივარ, რადგან ასეთ პრივილეგირებულ როლს თან ახლავს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმის გაგებაა, თუ როდის ხართ სწორი ადამიანი ლიდერობისთვის და ასევე როდის არა. მე ვიცი, რა სჭირდება ამ საქმეს და მე ვიცი, რომ აღარ მაქვს საკმარისი ძალა თანამდებობაზე სამართლიანად ყოფნის”- თქვა მან.

არდერნის თქმით, ის არ გეგმავს მომდევნო ვადით პოსტზე დარჩენას და 14 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას. ამასთან,  7 თებერვლამდე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოზიციასაც დატოვებს. უახლოეს დღეებში ჩატარდება კენჭისყრა მისი შემცვლელის დასადგენად.