A1 ბანერი

ახალი ზელანდიის პოლიციამ რამდენიმე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანადგურა

ახალი ზელანდიის პოლიციამ ქალაქ კრაისტჩერში ორ მეჩეთზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანადგურა. ინფორმაცია სააგენტო “როიტერი” ქვეყნის პოლიციის კომისარ მაიკ ბუშის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი ზელანდიის პოლიციის კომისარმა ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა მეჩეთებზე განხორციელებული თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით სამი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავეს. ამჟამად დაკავებულებს კითხავენ.

ახალი ზელანდიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კრაისტჩერჩში, ქალაქის ცენტრში უცნობმა პირებმა ორ მეჩეთში ცეცხლი გახსნეს. საუბარია ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 20 მძიმედ დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს “ახალი ზელანდიის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...