ახალი ზელანდიის პოლიცია: მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, 3 ადამიანი დავაკავეთ

ახალი ზელანდიის პოლიციის განცხადებით, მეჩეთებში მომხდარი სროლის საქმეზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოები Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე იტყობინებიან.

მათი ცნობით, ერთ-ერთი ადამიანი მკვლელობაშია ბრალდებული, ის ხვალ რაიონულ სასამართლოში წარგება. კიდევ ორი პირი პატიმრობა რჩება. მანამდე პოლიციამ ოთხი დაკავებულის, სამი კაცისა და ერთი ქალის დაკავების შესახებ განაცხადა.

ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 49 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა, ზოგიერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...