ჩემი სავარძელი VIP-სტუმარმა დაიკავა- ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა დებატებისას კოლეგის ბავშვი გამოკვება

ახალი ზელანდიის პარლამენტში გამართულ დებატებზე სპეციალური სტუმარი მცირეწლოვანი გახდა. როგორც ბრიტანული გამოცემა The Mirror წერს, ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა ტრევორ მალარდმა დებატების დროს ხელში თავისი კოლეგის შვილი აიყვანა. შესაბამისი ფოტო მან მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

”ჩვეულებრივ, სპიკერის სკამს მხოლოდ თავმჯდომარეები იყენებენ, მაგრამ დღეს ჩემი სავარძელი VIP-სტუმარმა დაიკავა. გილოცავთ ოჯახის ახალ წევრს! ” – წერს მალარდი Twitter- ის ფოტოზე გაკეთებულ კომენტარში.

მან განმარტა, რომ ახალშობილი დეპუტატ ტამათი კოფის შვილია. სურათზე ჩანს, რომ მალარდმა ბავშვი ხელში აიყვანა და ბოთლიდან გამოკვება. ბავშვის მამა მის გვერდით იჯდა, ის შვებულებიდან ახლახანს დაბრუნდა.

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერის საქციელმა სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლები მალარდის საქციელს მიესალმნენ.


“ახალი ზელანდია შესაძლოა პატარა ქვეყანა იყოს, მაგრამ მას მსოფლიოს ბევრი რამ შეუძლია ასწავლოს!”, – დაწერა Twitter-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ბავშვის ფოტოს გაზიარებით მალარდს ბევრმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად