ახალი ზელანდია კორონავირუსის წინააღმდეგ „შუქნიშნის“ სისტემას აამოქმედებს

“ლოქდაუნის” ნაცვლად, 2-3 დეკემბრის ღამეს ახალ ზელანდიაში COVID-19-ის რისკების შესახებ გაფრთხილების მიზნით “შუქნიშნის” სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა.

“შუქნიშნის სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 დეკემბერს, სამშაბათს, 11:59 საათიდან ამოქმედდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, 29 ნოემბერს ახალი ზელანდიის მთავრობის სხდომა გაიმართება, რომელზეც გადაწყდება, თუ რა საფრთხის დონე იქნება გამოცხადებული ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისთვის – წითელი, ყვითელი თუ მწვანე.

”უმეტესწილად, თუ ვაქცინირებული ხართ, გადაადგილებას შეძლებთ და გააკეთებთ იმას, რასაც ჩვეულებრივ აკეთებთ… იმ განსხვავებით, რომ შეკრებების დაშვებულ რაოდენობაზე იქნება განსხვავებული შეზღუდვები”, – განაცხადა არდერნმა.

ახალი ზელანდიის კონკრეტულ რაიონში “შუქნიშნის” ფერი COVID-19-ის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციის დონეზე იქნება დამოკიდებული.

ამჟამად, კოროვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით ახალზელანდიელთა დაახლოებით 83% არის აცრილი.

კომენტარები
იტვირთება...