ახალი სერვისი Skype-სგან – ხმოვანი და ვიზუალური კავშირის მყისიერი თარგმანი

Skype-ი მომხმარებელს ახალ სერვისს, ხმოვანი და ვიზუალური კავშირის მყისიერ თარგმანს სთავაზობს. Skype-მა ახალი პროგრამა, Translator (მთარგმნელი) ჩაუშვა, რომელიც საშვსლებას იძლევა ხმოვანი და ვიზუალური კავშირისასა პირდაპირ დროში, მყისიერად თარგმნოს დიალოგის მონაწილეთა საუბრები. თავდაპირველად სინქრონული თარგმნის სერვისი ინგლისურ ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ და ჩინურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი.

"Skype Translator საშვალებას მისცემს ადამიანებს დასძლიონ ენობრივი ბარიერი.დაურეკეთ და შეგიძლიად უპრობლემოდ ესაუბროთ მათ ვისი ენაც აქმდე არ გესმოდათ“–ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. Skype ახალი პროგრამა ამავდროულად ტექსტური შეტყობინებების 50 ენაზე თარგმნის საშუალებასაც იძლევა. როგორც BBC-ი იტყობინება ახალი პროგრამის ინსტალაცია Windows–ზე 2–3 კვირაში მოხდება. 21 სექტემბერს Skype მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებებით მუშაობდა. კომპანიაში ამ ხარვეზების მიზეზად Skype–ის სისტემაში მიმდინარე მასშტაბური ცვლილებებით ახსნეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად