“ახალი საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე ომბუდსმენმა პრემიერს მიმართა

"ახალი საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადების საფუძველზე, სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 

"21 მარტს, განცხადებით მივმართე სახალხო დამცველს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის ჭრილში შეეფასებინა ტერმინი ,,ოჯახის უფროსი“ არის კაცი“ , რომელიც გვხვდება საქართველოს მთავრობის #758 დადგენილების დანართში. მიმაჩნია, რომ მსგავსი ტერმინების გამოყენება საკანონმდებლო ნორმებში, ხელს უწყობს ქალთა მიმართ არსებული სტერეოტიპების გამყარებას. მაშინ, როცა საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვფიქრობ მაქსიმალურად დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საკანონმდებლო დონეზე გამოყენებულ ტერმინებს და ყველა მსგავსი ტერმინი უნდა შეიცვალოს. იმედი მაქვს სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება გათვალისწინებული იქნება პრემიერ-მინისტრის მიერ“- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

"საქართველოს სახალხო დამცველი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავს ზოგადი წინადადებით: ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის #758 დადგენილება და ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანება და თქვენს კომპეტენციაში შემავალი სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტები მოდიფიცირდეს იმგვარად, რომ შეიცვალოს ტერმინი ,,ოჯახის უფროსი“ და იგი ჩამოყალიბდეს ნეიტრალური ფორმით“, – ნათქვამია წერილში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...