რუსეთში ევგენი პრიგოჟინის აჯანყებასთან დაკავშირებული მოვლენების გამო, შეერთებული შტატები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გადადებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal ავრცელებს.

როგორც გამოცემას საკითხზე ინფორმირებულმა პირმა უთხრა, ვაშინგტონს არ სურს, რომ პრიგოჟინისა და პუტინის დაპირისპირებაში მხარედ გამოჩნდეს.

"ვაშინგტონს არ სურს ისე გამოიყურებოდეს, თითქოს მხარეს იჭერს", - უთხრა გამოცემას წყარომ.

როგორც WSJ წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფრიკაში ვაგნერის ოქროს ბიზნესზე სანქციების გამოცხადებას სამშაბათს, 27 ივნისს გეგმავდა.