ახალი პროექტი, “გაიცანი ჩემპიონი”

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კიდევ ერთი საინტერესო პროექტი დაიწყო.

“გაიცანი ჩემპიონი“ – პროექტი, რომელიც თბილისის მასშტაბით საჯარო სკოლებში ქართველი ჩემპიონების სტუმრობას ითვალისწინებს.

პირველი სტუმარი გახდა ჩვენი ლეგენდა ლაშა ტალახაძე.  მსოფლიოს ოთხგზის,  ევროპის ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ქალაქ თბილისის 61-ე საჯარო სკოლას ესტუმრა.

საინტერესო შეხვედრას ორასამდე ბავშვი დაესწრო. პაატრები საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებულები. შეხვედრის დროს მათ  ჩემპიონისგან ბევრი კარგი რჩევა მიიღეს.

ლაშა ტალახაძე: მადლობას ვუხდი სკოლის დირექციას და ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ სასიამოვნო ღონისძიების ორგანიზებაში. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კიდევ ერთი საინტერესო პროექტი დაიწყო. ასეთი შეხვედრები საჭიროა. დადებითად დამუხტული მივდივარ და იმედი მაქვს, ბავშვებმაც არ მოიწყინეს.

მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): დიდი მადლობა ლაშას დროისთვის და ყურადღებისთვის. მადლობას ვუხდით 61-ე სკოლის დირექციას ყველაფრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ეს ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი ახალი პროექტია და გვსურს, რომ ამ პროექტმა მოწონება დაიმსახუროს და სასარგებლო გახდეს ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად