ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მოლაპარაკებები ბათუმის მერსა და მუსლიმ თემს შორის 21 ივნისს ჩაინიშნა

ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მოლაპარაკებები ბათუმის მერსა და მუსლიმ თემს შორის 21 ივნისს ჩაინიშნა,  შესაბამისად ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის პროცეაი კიდევ ერთხელ მხარეებს შორის მორიგების მიზნით გადაიდო.

მუსლიმ თემს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ განუმარტა, რომ თუ მერიისგან ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის სასურველ პასუხს ვერ მოისმენენ, მაშინ სასამართლო პროცესი დაჩქარებული ტემპით განახლდება. ბათუმის მერიაში მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა 21 ივნისს 10 საათზე ჩაინიშნა. მერიის მხრიდან მონაწილეობას მოლაპარაკებაში იურისტები და ცალკეული სამსახურების წარმომადგენლები მიიღებენ:
“თქვენ 10 დღეში გექნებათ შესაძლებლობა გაიგოთ მერიის საბოლოო პოზიცია, მგონი მისაღები დროა. თუ თქვენთვის მისაღები პასუხი ვერ მოისმინეთ, მაშინ შეგიძლიათ აცნობოთ სასამართლოს და მაქსიმალურად მოკლე დროში ჩაინიშნება სასამართლო. 21 ივლისს მოისმენთ მერიის პოზიციას და მორიგების შემთხვევაში შეწყდება საქმის არსებითი განხილვა, თუ ვერ შედგა შეთანხმება, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ რეზოლუციის მისაღებად ერთი თვეა საჭირო, ჩვენ სასამართლო ამ დროს თქვენს სასარგებლოდ შევამცირებთ”- განაცხადა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.
სამი წელია მუსლიმი თემი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას ითხოვს. მოსახლეობამ მიწის ნაკვეთიც შეიძინა, თუმცა მერიამ პირველივე ეტაპზე მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა. დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორი წელია უშედეგოდ გრძელდება და მხარებს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ შედგა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...