ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 600 000 გადააჭარბა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი worldometers-ი ავრცელებს

პორტალზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 199 ქვეყნის, ამა თუ იმ ქვეყნის კუთვნილ, მაგრამ არაუშუალოდ მომდებარე ტერიტორიაზე და ორ საკრუიზო გემზე ოფიციალურად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 601 536 შემთხვევა

სულ, მთელ მსოფლიოში,ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 27 441 კაცი  –  ინფიცირებულთა რაოდენობის 4,56%

სრულად განიკურნა 133 454 კაცი – ინფიცირებულთა რაოდენობის 22,19%

მკურნალობას განაგრძობს 440 641 კაცი – 73,25%

18 მარტამდე მთელ მსოფლიოში 200 000 ინფიცირებული იყო გამოვლენილი. შემდეგი 200 000 ათასი გამოვლინდა და 400 000-ს გადაცდა რაოდენობა 24 მარტს. კიდევ 200000-ით ინფიცირებულა რაოდენობის ზრდა კი 4 დღეში მოხდა.

მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში ერთად აღებულში – აშშ-ში, ჩინეთში, იტალიაში და ესპანეთში – დღემდე გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების ნახევარზე მეტი ფიქსირდება, 337 867 კაცი ანუ 56,17%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად