ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 79 360 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 619-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შესაბამისს მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისია ავრცელებს.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – ორი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, ორი – ირანში, ერთი – ფილიპინებზე, ერთი – იაპონიაში, ერთი – ტაივანში, ერთი – საფრანგეთში, სამი – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, სამი – იტალიაში, შვიდი – სამხრეთ კორეაში, რვა – ირანში,

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 24 963 პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად