ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 012-მდე გაიზარდა

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 75 199 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 012-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შესაბამისს მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისია ავრცელებს.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა, 2 006 ადამიანი ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ექვსს – ორი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, მესამე – ფილიპინებზე, მეოთხე – იაპონიაში, მეხუთე – ტაივანში, ხოლო მეექვსე – საფრანგეთში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 14 689 პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად