ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 775-მდე გაიზარდა

ჩინეთში, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70 551 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 775-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შესაბამისს მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისია ავრცელებს.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა, 1 770 ადამიანი ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ხუთს – ერთი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, მეორე – ფილიპინებზე, მესამე – იაპონიაში, მეოთხე – ტაივანში, ხოლო მეხუთე – საფრანგეთში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 11 089 პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად