ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, აშშ ევროპის ქვეყნებისთვის დროებით იკეტება

COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ში, 30 დღის განმავლობაში ევროპის ქვეყნებიდან შესვლა აიკრძალება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. გამონაკლისი მხოლოდ დიდი ბრიტანეთისთვის დაიშვება.

„ახალი წესები 13 მარტიდან ამოქმედდება, შუაღამისას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გამონაკლისი დაიშვება აგრეთვე აშშ-ის მოქალაქეებისთვის, მაგრამ მათ საჭირო ტესტირებების გავლა მოუწევთ.

აკრძალვა იმიტომ დაწესდება, რომ ევროკავშირმა ვერ მოახერხა სიფრთხილის ზომების მიღება, რაც აშშ-მა, ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ განახორციელა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ხელისუფლება დაეხმარება კომპანიებს, რომლებიც დაზარალდნენ კორონავირუსის გამო.

აშშ-ის ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ახალი კორონავირუსით ქვეყანაში უკვე 1 220 ადამიანი ინფიცირებული, ხოლო დაღუპულია 37. ვაშინგტონში კი ოფიციალურად 4 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად