ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, McDonald’s-მა ჩინეთის ხუთ ქალაქში მუშაობა შეაჩერა

სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა McDonald’s, ახალი კორონავირუსის გამო, პროვინცია ხუბეის ხუთ ქალაქში მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

2019-nCoV-ის ტიპის ახალმა კორონავირუსმა გასული წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა, რომელიც ხუების პროვინციაში მდებარეობს. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, დაღუპულია 25 ადამიანი. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ვირუსით დაავადებულია 800 ადამიანი. ექიმები ამბობენ, რომ ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ჩინეთის გარდა, ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, იაპონიაში, სინგაპურში და ტაილანდში.

ჩინეთის ხელისუფლებამ, ცენტრალური პროვინცია ხუბეის ათი ქალაქი დაკეტეს, მათ შორის უხანი და ბადალინი, რომელიც ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად