ახალი კორონავირუსის გამო, ტაილანდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

ტაილანდის ხელისუფლება 26 მარტიდან, COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობას აამოქმედებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, ახალი ზომების მეშვეობით მათ მიეცემათ უფრო ფართო შესაძლებლობები ინფექციის შეჩერებასთან დაკავშირებით. საგანგებო რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტაილანდში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 721 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ინფიცირებულთა რაოდენობა 310-ით გაიზარდა.

პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი სიკვდილი ახალი კორონავირუსის შედეგად ტაილანდში 1 მარტს დაფიქსირდა. გარდაცვლილი მამაკაცი 35 წლის იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად