ახალი კორონავირუსის გამო, რესტორანი Galleria Italiana მუშაობას დროებით წყვეტს

” მუშაობა შეჩერდება გონივრული ვადით, სიტუაციის დასტაბილურებამდე”-Galleria Italiana მუშაობას დროებით წყვეტს-ამის შესახებ ინფორმაციას, დაწესებულება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

” ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, Galleria Italiana-ს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და ობიექტი დროებით წყვეტს მუშაობას.

ჩატარდება სადეზინფექციო, სანიტარული სამუშაოები. მუშაობა შეჩერდება გონივრული ვადით, სიტუაციის დასტაბილურებამდე.

იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ ვირუსთან გამკლავებას და სიტუაცია მალე დალაგდება. ყველას მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული რეკომენდაციები და უსაფრთხოების ნორმები. გისურვებთ ჯანმრთელობას. პატივისცემით, Galleria Italana-ს ადმინისტრაცია.

კომენტარები
იტვირთება...