ახალი კორონავირუსის გამო, ისრაელი შესაძლოა სრულად ჩაიკეტოს

ისრაელის ხელისუფლების ლიდერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ შესაძლოა ქვეყანა მთლიანად ჩაკეტოს, თუკი უახლოეს მომავალში ახალი კორონავირუსი უფრო გავრცელდება. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ სხვა გამოსავალი იმ სიტუაციიდან, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 369-ს მიაღწია, არ არის.

“ის ზომები, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიმართა, არის ის, რაც მთელს მსოფლიოში კეთდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ არის. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ სამ დღეში ერთხელ ორმაგდება”, – განაცხადა ნეთანაჰუმ.

​მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში 1 000 ახალი ინფიცირებული გაჩნდეს, რომელთა უმრავლესობაც სიკვდილის საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.

ნეთანაჰუს თქმით, მკაცრი კარანტინი, რომლისთვისაც ემზადება ხელისუფლება, ითვალისწინებს გარეთ გამოსვლის სრულად აკრძალვას, გარდა აფთიაქში, ან სასურსათო მაღაზიაში წასვლის გამოკლებით.

ზომები აგრეთვე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მნიშვნელოვან შეზღუდვას, რელიგიური ცერემონიების მონაწილეთა რაოდენობის შეზღუდვას. ავტომობილებში კი მაქსიმუმ ორი ადამიანი იქნება დასაშვები.

კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში კი, დაწესებულია ჯარიმა 500-დან 5 000 შეკელამდე, ან პატიმრობა.

პრემიერი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო და სპეციალური სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა უცხოეთიდან ჩაიტანონ საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა და უზრუნველყონ ქვეყანაში მისი შიდა წარმოების დაწყება. ნეთანაჰუმ აგრეთვე ბიზნესს დაჰპირდა მხარდაჭერას.

ახალი კორონავირუსის შედეგად ისრაელში 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მძიმეა 39 პაციენტის მდგომარეობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად