ახალი კორონავირუსის გამო, ჩინურმა ავიაკომპანიებმა თითქმის 80 ათასი რეისი გააუქმეს

20 იანვრიდან 13 თებერვლამდე პერიოდში, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, სამმა ჩინურმა ავიაკომპანიამ 78 ათასი რეისი გააუქმა და 13 მილიონი ბილეთი უკან დააბრუნა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანიებს, ფრენების გაუქმების გამო მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ, ვინაიდან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მთვარის კალენდრის მიხედვით, ახალ წლებთან დაკავშირებით აქტიური მიმოსვლა იარის ხოლმე.

ამგვარად, 2020 წელს, საახალწლო პერიოდში მგზავრთნაკადის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ შემცირდა.

აგრეთვე დაზარალდა ტურისტული კომპანიები. დაიხურა ბევრი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, მაღაზიები, სასტუმროები.

ახალმა კორონავირუსმა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში, ხუბეის პროვინცია ქალაქ უხანში იფეთქა. ამის შემდეგ კი ვირუსი სწრაფად მოედო მთელს ჩინეთს, ხოლო შემდეგ მთელს მსოფლიოს.

დღევანდელი მდგომარეობით, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 73 336 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 874-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა, 1 869 ადამიანი ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ხუთს – ერთი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, მეორე – ფილიპინებზე, მესამე – იაპონიაში, მეოთხე – ტაივანში, ხოლო მეხუთე – საფრანგეთში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად