“ახალი ამერიკული პრეპარატი C ჰეპატიტის მკურნალობას უფრო ეფექტურს გახდის”

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალიან მალე შემოვა ახალი, უფრო ეფექტური პრეპარატი, რომელიც C ჰეპატიტის მკურნალობას უფრო ეფექტურსა და სწრაფს გახდის. 

"მიუხედავად იმისა, რომ ახალ პროექტს ხელს იანვარში მოვაწერთ შემიძლია ვთქვა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ეტაპი ფაქტობრივად დაწყებულია. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროექტი უწყვეტად გაგრძელებულიყო და დღევანდელი მონაცემებით ნაცვლად 5000-ის ამ პროგრამაში ჩართულია 6300 პაციენტი. 

ძალიან მალე შემოვა ახალი პრეპარატი, რომელიც მკურნალობა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის და შეამცირებს გვერდით მოვლენებს. მე მინდა ხაზგასმით ვთხოვო საზოგადოებას, რომ ვირუსის დამარცხება არ ნიშნავს, რომ ყოფილმა პაციენტებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი არ დაიცვან. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში გვექნება თავისუფალი მიწვდომადობა, სკრინინგი ვირუსის აღმოჩენაზე, რადგან უამრავი ადამიანია, ვინც არც კი იცის, რომ ეს დაავადება აქვს. ყველას ვთხოვ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოს. 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ყველა იმ დაწესებულებას, ორგანიზაცისას, რომელთა დამსახურებაც არის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის წარმატებით განხორციელება",- განაცხადა სერგეენკომ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად