ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტს ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში ახალგაზრდობის სააგენტო გორის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მხარის რწმუნებულს გიორგი ხოჯევანიშვილს, მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანა ლაფაჩსა და მუნიცპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელს დიმიტრი გოგიაშილს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშული მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები, რომლებიც ამ მიმართულებითაა განსახორციელებელი, მათ შორის მუნიციპალიტეტში უკვე არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის რევიზიასთან დაკავშირებული საკითხები.

„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ განვითარება გულისხმობს, რომ 64–ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, უნდა შეიქმნას ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ასევე ადგილზე მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი.

ამ მიმართულებით ახალგაზრდობის სააგენტომ საპილოტე მუნიციპალიტეტებთან თანამშროლობით არაერთი ნაბიჯი გადადგა.

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად