ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტს ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტომ, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნე გამართა და 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს ეწვია.

დღეს, ბოლო #11-ე შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ტატუაშვილს და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ ადგილობირვ თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ამ მიმართულებით უკვე გადადგული ნაბიჯები და გეგმური აქტივობები, რომლებიც ადგილზე ახალგაზდული სფეროს ეკოსისტემის შესაქმნელადაა განსახორციელებელი.
სააგენტოს რეფორმის „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონიდან დმანისი ის საპილოტე მუნიციპალიტეტია, რომელშიც ახალგაზრდობის საჭიროებზე დაფუძნებით ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა შეიქმნება. ამ პროცესის კოორდინაციისა და აღსრულების ნაწილში კი საპილოტე მუნიციპალიტეტების მათ შორის დმანისის ახალგაზრუდლ საკითხებზე მომუშვე შესაბამისი თანამშრომლები არიან ჩართულები, რომელთა გადამზადებას სააგენტო 4 ეტაპად ახორციელებს.
ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც სააგენტოს შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.
ხსენებული რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვია, დღეს ბოლო შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტში გაიამრთა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად