ახალგაზრდების სალანძღავი სტატუსი, რომელიც არველაძემ წაშალა, სააკაშვილმა გაასაჯაროვა

ახალგაზრდების სალანძღავი სტატუსი, რომელიც გიორგი არველაძემ წაშალა, მიხეილ სააკაშვილმა თავის სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.

სინამდვილში,არასდროს არ გვყოლია ასეთი მაგარი ახალგაზრდობა,როგორც ახლა.მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა მათთან და ძალიან ვამაყობ მათით .
ძვირფასო გიორგი,თუ მართლა ძვირი წამოგცდა მათი მისამართით,ძალიან შემცდარხარ და იმედია,შეიცვლი შენ აზრს…” – წერს მიხეილ სააკაშვილი და იქვე აქვეყნებს გიორგი არველაძის სტატუსის სქრინს.

შეგახსენებთ, რომ  “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა  “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა გიორგი არველაძემ თავის სოციალურ ქსელში ქართველ ახალგაზრდებს ჯოგი უწოდა:

“საქართველოს ახალგაზრდობავ და სტუდენტობავ, თქვენ ხართ ზარმაცი უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი. უპასუხისმგებლო ნახირი, ფასეულობებისა და ინტელექტის გარეშე. სამარცხვინონი. ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ და ზუსტად ეს გელით.” – წერდა გიორგი არველაძე.

მოგვიანებით, გიორგი არველაძემ სტატუსი წაშალა.

კომენტარები
იტვირთება...