ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტები რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდნენ

ბაქოს გრანდ სლემზე საკმაოდ წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტები რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდნენ

გრანდ სლემის ოქროს მედალოსანმა გელა ზაალიშვილმა 1000 სარეიტინგო ქულა შესძინა აქტივს და 29 ადგილით წინ გადავიდა. იგი 1766 ქულით 26-ე ადგილზეა.

700 ქულით გაიუმჯობესა ბაქოს გრანდ სლემის ვერცხლის მედლის მფლობელმა თემურ ნოზაძემ. მან 14 საფეხურით წინ გადაინაცვლა – 1472 ქულით 34-ე ადგილზეა

ბრინჯაოს მედლის მოპოვებით ტატო გრიგალაშვილმა აქტივი 500 ქულით გაამდიდრა და 27 ადგილით წინ გადაინაცვლა. მას 1223 ქულა აქვს და 38-ე ადგილზეა.

დაწინაურდნენ აგრეთვე ჯაბა პაპინაშვილი (60კგ), ლაშა ბექაური (90 კგ,), ონისე სანებლიძე (100კგ) და გიორგი ბერიაშვილი (100 კგ)

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ორ ძიუდოისტს – თემურ ნოზაძეს და გელა ზაალიშვილს, კიდევ უფრო წინ არიან ოლიმპიურ რეიტინგში. კონკრეტულად, გელა ზაალიშვილს 855 ქულით მე-19 ადგილი უკავია, ხოლო თემურ ნოზაძეს კი -20 ადგილი. რაც იმას ნიშნავს, ოლიმპიური თამაშების წინ ამ ადგილის არდათმობის შემთხვევაში მწვრთნელებს ექნებათ არჩევნის გაკეთების საშუალება 60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილს, ლუხუმ ჩხვიმიანს და თემურ ნოზაძეს შორის, ხოლო 100 კგ წონით კატეგორიაში – გურამ თუშიშვილს და გელა ზაალიშვილს შორის.

დანარჩენ წონით კატეგორიებში ქართველ ძიუდოისტთაგან ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ზონაში თითო ძიუდოისტია შესული: ვაჟა მარგველაშვილი(66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ლუკა მაისურაძე (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...