მალაგაში მიმდინარეობდა ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც იღებდნენ.
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ფინალში აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდა. ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მეტოქეს დაძაბულ ორთაბრძოლაში 3:2 სძლიეს და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს.
ფინალამდე ჩვენმა ნაკრებმა პირველ წრეში რუმინეთი 5:0 დაამარცხა, მეორე ტურში მათ ავსტრიას 4:1 სძლია. ნახევარფინალურ შეხვედრაში კი ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთი მინიმალური ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.