ახალგაზრდა ქალს შურისძიების მიზნით მეგობარი კაცის ენის მოკვნეტის გამო 10 წლამდე ციხე ემუქრება

მეგობრებს შორის მორიგი კონფლიქტის შემდეგ კაცმა ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტა მოინდომა და ახალგაზრდა ბარსელონელ ქალს მისი სახლის დატოვება მოთხოვა. 

განრისხებულმა ქალმა კარი გაიხურა და მარტო დატოვა მეგობარი მამაკი, თუმცა ერთი წუთის შემდეგ უკან მიბრუნდა და სიტუაციის ჩაცხრობის მიზნით მას ბოდიში მოუხადა და განშორების წინ “უკანასკნელი კოცნა” სთხოვა.

კოცნის დროს მან ძლიერად უკბინა კაცს ენაზე, მოაკვნიტა, იატაკზე დააფურთხა და ტრავმამიყენებული მამაკაცი, რომელსაც ძლიერი სისხლდენა დაეწყო, ღამის 11 საათზე მარტო დატოვა ბინაში.

ძიების პროცესში გაირკვა, რომ წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნო 2016 წლის დეკემბერში და უკვე 2017 წლის პირველ ნახევარში მათ შორის პირველი დიდი კონფლიქტი მოხდა. ჭირვეული ქალის “ხასიათის ცვლილებით ყელამდე სავსე” კაცმა მას განშორების შესახებ აცნობა, რასაც ქალის წარმოუდგენელი რეაქცია მოჰყვა – მან მილეწ-მოლეწა ოთახში ყველაფერი, რაც კი ხელში მოიხელთა.
ამ ჩხუბის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა გაგრძელდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა და ასევე ხშირად სრულდებოდა შერიგებით.

2018 წლის 27 ივნისის კონფლიქტის დროს შერიგების უპერსპეტივობაში დარწმუნებულმა ქალმა შურისძიების მიზნით ყოფილი პარტნიორის ენის მოკვნეტა გადაწყვიტა და ჩანაფიქრის განხორციელების შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ბრალდების მხარე ქალის დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, კანონის სრული სიმძიმით დასჯას, 10 წლიან სასჯელს ითხოვს.

მომზადებულია პორტალ 20minutos.es მიხედვით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...