ახალგაზრდა ქალმა მშობიარობიდან 30 წუთის შემდეგ გამოცდები ჩააბარა

21 წლის ეთიოპელმა ქალმა, საავადმყოფს საწოლზე მყოფმა, მშობიარობიდან 30 წუთის შემდეგ ჩააბარა გამოცდები

ალმაზ დერეზე საგამოცდო ტესტების ჩაბარებას მშობიარობამდე ვარაუდობდა, მაგრამ რამადანის გამო სასკოლო გამოცდები გადაიდო და მას გამოცდების დაწყების წინ დაეწყო მშობიარობა.

ალმაზ დერესის თქმით, ფეხმძიმობის გამო მას სწავლის პროცესში პრობლემები არ ჰქონია და არ სურდა ერთი წელი დაეკარგა.

გუშინ მან ინგლისურ და ამხარულ (ეთიოპიის სახელმწიფო ენა – “აიპრესი”) ენებში და მათემატიკაში ჩააბარა გამოცდები, დღეს და ხვალ კი საგამოცდო ცენტრში დარჩენილ გამოცდების ჩასაბარებლად გამოცხადდება.

მისი ქმარი, ტადესე ტულუ ამბობს, რომ სკოლის დირექციის დარწმუნება მოუხდა, რათა მათ საავადმყოფო საწოლზე მყოფი ალმაზ დერესისითვის გამოცდის ჩაბარების ნება დაერთოდ.

ალმაზ დერეს სურს ორწლიანი კურსი გაიაროს და უნივერსიტეტში განაგრძოს სწავლა. ის ამბობს, გამოცდებმა კარგად ჩაირა და მისი პატარა ბიჭიც და თავადაც თავს კარგად გრძნობენ.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...